`რესპუბლიკური პარტია` კახა კუკავას ბრალდებას პასუხობს. `თავისუფალი საქართველოს` ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეალურად, სწორედ` რესპუბლიკელები` იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ალიანსში ბიძინა ივანიშვილთან.
რუსი ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს გაეცნენ - ხუთდღიანი ვიზიტი სტუმრებმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები და მეგობრები დიდუბის პანთეონში მის საფლავთან შეიკრიბნენ. მის მოსახსენიებლად პანაშვიდიც გადაიხადეს.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ვაშინგტონში პრეზიდენტის ტრადიციულ საუზმეს დაესწრო. ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც შეერთებულ შტატებში უკვე 60 წელია იმართება, 50-მდე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები, რელიგიური სფეროსა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უამინდობით გამოწვეული დაზიანებების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად აღდგენილია საქართველოს ყველა რაიონში. გასული დღეების განმავლობაში უამინდობის შედეგად 64,000-ზე მეტი აბონენტი რეგიონებში დენის გარეშე იყო დარჩენილი.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. საგარეო უწყების პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორშაბათს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ოვალურ კაბინეტში საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებზე...
საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებთანაც გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი სენატორებს რიჩარდ დურბინს, ჯონ კაილს, ასევე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა.