“რუსთავი 2” კვალიფიციურ დახმარებას უწევს სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში გააშუქონ საქართველოში მომხდარი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენები და ოპერატიულად გადასცენ გადაღებული ვიდეომასალა.
“რუსთავი 2-ს” მჭიდრო ურთიერთობა აქვს European Broadcasting Union (ევროპულ მაუწყებელთა კავშირთან). 2004 წელს იგი გახდა EBU-ს ასოცირებული წევრი. ზემოთ ხსენებული კომპანია მსოფლიოში არსებული ნაციონალური მაუწყებლების უმსხვილეს კომპეტენტურ ასოციაციას წარმოადგენს.
1. პირდაპირი ჩართვები (სტუდიიდან და მოვლენების ეპიცენტრიდან);
2. მასალის “გადაგზავნა”(სტუდიიდან ან მოძრავი სატელევიზიო სადგურით) შემდეგი ფორმატებით: DV, DVCAM, DVCPRO, BETACAM SP;
3. მოძრავი სატელევიზიო სადგურის გაქირავება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ (აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში და ა.შ...);
4. პირდაპირი ჩართვის ორგანიზება და შესაბამისი მოწყობილობების უზრუნველყოფა: კამერა, ოპერატორი, განათება და ა.შ.
5. ვიდეომასალის მონტაჟი DVCAM-ის ფორმატში, კომპიუტერული მონტაჟი.
1. უახლესი ამბების ვიდეომასალის მიწოდება;
2. მაღალი ხარისხის რეპორტაჟების მომზადება საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესსა და მნიშვნელოვან მოვლენებზე;
1. ნებისმიერი სახის ვიდეომასალა (დოკუმენტური ფილმებიდან, ტოქ-შოუებიდან, აგრეთვე ექსკლუზიური რეპორტაჟები და ინტერვიუები ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვებიდან)
“რუსთავი 2” მზად არის დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროსა თუ ადგილას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით "რუსთავი 2"-ის ტექნიკური მომსახურების განყოფილებას შემდეგ ნომერზე:
ტელ : +995 32 2 20 11 11
ფაქსი: +995 32 2 20 00 13