ყოველ სამუშაო დღეს 12 საათიანი კურიერის შემდეგ ”რუსთავი 2” -ის ეთერში ”სხვა ამბების ” დრო დგება. ნახევარი საათის განმავლობაში გაეცნობით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ და მნიშვნელოვან კულტურულ სიახლეებს, გიამბობთ სამოქალაქო კანონებზე, განათლების რეფორმასა და ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენებზე. ყველაფერს, პოლიტიკის გარდა.
”თბილისი” - რუბრიკა, რომელიც თბილისის ქუჩებისა და ღირსშესანიშნავი ნაგებობების ისტორიას მოგითხრობთ.
გადაცემას დღეგამოშვებით გვანცა დარასელია და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი უძღვებიან.
თუ გაქვთ სურვილი ”სხვა ამბებში” მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია,
დაგვირეკეთ ტელ: 2 20 11 11
ან მოგვწერეთ მისამართზე: skhvaambebi@rustavi2.com
ასევე შემოგვიერთდით Facebook - ზე: სხვა ამბები - რუსთავი 2ზე |